კლუბის წესდება
„ქართული ენისა და ლიტერატურის - კლუბი“
სსიპ
- ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის
სასკოლო კლუბი ,,სხივის“ წესდება
1.ზოგადი დებულებები:
1.1. წინამდებარე წესდება (შემდგომში წესდება) განსაზღვრავს სასკოლო კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ხელმძღანელის, წევრების, უფლება მოვალეობებს, ასევე კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
1.2. სასკოლო კლუბი „სხივი“ არის სსიპ სვირის
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებული, პედაგოგიური საბჭოზე დამტკიცებული,
კლუბი. რომელიც წარმართავს სასწავლო - საინფორმაციო, კვლევით და აღმზრდელობით
პროცესს.
1.3. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, შედეგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
1.4. სსიპ სვირის
საჯარო სკოლის კლუბი „სხივი“ემსახურება
მოზარდებში მკითხველთა ჩამოყალიბებას და წიგნიერების განვითარებას,
თანამედროვე ლიტერატურის და ელ. წიგნიერების
გამოყენების პოპულიზაციას.
1.5. კლუბი ჩამოყალიბებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
1.6. კლუბს აქვს სახელწოდება და მიზანი.
1.7. კლუბის მისამართი საქართველო, ქ.
ახალციხე, სოფელ სვირის საჯარო სკოლა.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 თანამედროვე ლიტერატურის პოპულიზაცია მოსწავლე - ახლგზრდებს
შორის;
2.2 ლიტერატურის გამოყენებისას საფრთხეების გააზრება და
უსაფრთხო გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
2.3 ინფორმაციის მოძიების დამუშავების და
განთავსების პროცესში კანონმდებლობის დაცვის პოპულიზაციას.
2.4. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება და ხელშეწყობა;
2.5.მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა;
2.6.მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში ჩართულობის ამაღლება და ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;
2.7. მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიური განვითარების ხელშეწყობა;
2.8 დაგეგვმისა და მართვის უნარების განვითარება;
2.9. კომუნიკაციის უნარის განვითარება;
2.10. მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.11. ინტელექტუალური, კულტურული, ღონისძიებების ორგანიზება;
2.12. კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება;
2.13.თემის ჩართულობა კლუბის მუშაობაში;
2.14. საზოგადოების ჩართულობა კლუბის მუშაობაში;
3. კლუბში გაწევრიანება:
3.1 კლუბში წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი,
მშობელი, დირექციის წევრი, სკოლაში მოქმედი კლუბები, თემის წარმომადგენელი და სხვა, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით);
3.4 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის ხელმძღვანელის მიერ, სკოლასთან შეთანხმებით;
3.5 კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე
3.6 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები,
შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.7კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრებისგადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს.
3.8. მოსწავლეს, სკოლის დამთავრების შემდეგ.დაეხმაროს
ჩამოაყალიბდეს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად.
4.კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან;
4.2კლუბს ჰყავს ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას,
ერთპიროვნულად წარმოადგინოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას,
უხელმძღვანელოს კლუბის მიერგანსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა რეალიზაციას, დანიშნოს კლუბის წევრებისაგან ერთერთი მოადგილედ, გაანაწილოს ფუნქიები.
4.3 კლუბის ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს კლუბის
საქმიანობას, ერთპიროვნულად.
4.4 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით დამტკიცოს სამოქმედო გეგმა,
დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს კლუბის ხელმძღვანელი.
4.5 კლუბის ხელმძღვანელი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
4.6 კლუბის
ხელმძღვანელად არჩევა შესაძლებელია მრავალჯერ.
4.7 კლუბის
ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველი წლის 15 დან 20 ივნისის ჩათვლით ანგარიში ჩააბაროს
კლუბის საერთო კრებას.
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ერთჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4
;
5.3 კლუბის შეკრებები ხდება წინასწარ
გაწერილი გეგმის მიხედვით.
6. კლუბის ქონება:
კლუბის ქონება და სახსრები იქმნება:
6.1. შემოწირულობებით.
6.2. გრანტებით.
6.3. პროექტებით.
6.4. სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.
6.5. კლუბის ქონების გამოყენება დაიშვება საწესდებო მიზნების, სასკოლო და
საქველმოქმედო საქმიანობის შესასრულებლად.
7. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
7.1 კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით .
7.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით..
8. დასკვნითი დებულება:
8.1 წესდება ძალაში შედის სამეურვეო
საბჭოსთან შეთანხმების, პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ.
8.2 წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
Комментарии
Отправить комментарий